SharePoint

home

Last modified at 4/19/2022 12:54 PM by Vladimer Pirtskhalava

ციფრული ხელმოწერის/ შტამპის საინფორმაციო პორტალი


   სახელმძღვანელოები

 

    ვიდეო ინსტრუქციები

 

   ​კითხვა-პასუხი

 

  
Description
  
ელექტრონული შტამპი არის ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება.
  
კვალიფიციური ელექტრონული შტამპი არის განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული.
  
კვალიფიციური ელექტრონული შტამპი იძლევა ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას. ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობა და წარმომავლობა უტყუარად მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.
  
კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი შესაძლებელია გაიცეს შემდეგი სახით:

ა) სუბიექტის მიერ წარმოდგენილ სუბიექტის მოწყობილობაზე.
ბ) სუბიექტის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ სუბიექტის მოწყობილობაზე.
გ) სააგენტოს მიერ გაცემულ სუბიექტის მოწყობილობაზე.
დ) სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ სუბიექტის მოწყობილობაზე.
კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი გაიცემა იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატთან ერთად.
  
კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს სააგენტო გასცემს 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით.

კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
  
კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები გაიცემა იურიდიულ პირზე.
  
კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მიღების მიზნით სააგენტოს წარედგინება:

უფლებამოსილი პირის განცხადება.
განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართი. (გენერირდება სააგენტოს ვებ. გვერდზე https://www.sda.gov.ge/?page_id=13294&editor)
შენიშვნა:
საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  
სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნას შესაბამისი მომსახურებების მიღების შესახებ.
ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას.
გ) ხელმოწერის თარიღს.
დ) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
  
დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე https://www.sda.gov.ge/?page_id=13294&editor
დანართს შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი.
დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია.
დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში.
  
გადაწყვეტილება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე გაცემის შესახებ მიიღება განცხადების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
  
კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე გაცემის საფასურია 250 ლარი.
  
მომსახურების საფასური გადაირიცხება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე:

ანგარიშის რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22
სახაზინო კოდი: 707437335
ს.კ. 202 307 404
გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს მომსახურების ტიპი - რომელი მომსახურებისთვის ხდება გადახდა ასევე პორტალზე შექმნილი დანართის ნომერი და კოდი, რომელიც გამოყოფილი იქნება წერტილით. (მაგ: 0718000001.37-AAA7A)
მომსახურების საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია სპეციალური ავტორიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 

 ​